ჩემპიონთა ლიგა: 2000-იანები
ჩემპიონთა ლიგის ისტორია. 2000-2009 წლები.
ჰორიზონტალურად
- უკრაინელი თავდამსხმელი, რომელმაც 2003 წლის ფინალში გამარჯვების პენალტი გაიტანა, 2005 წელს კი პენალტი ვერ გამოიყენა. (8)
- 2004 წლის ფინალში პორტუსთვის გაიტანა გოლი, ორი წლის მერე კი ბარსელონასთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. (4)
- ლივერპულის მეკარე, 2005 წლის ფინალის გმირი. (6)
- მილანის ბრაზილიელი მეკარე, რომელმაც 2003 წლის ფინალში იუვენტუსის სამი პენალტი მოიგერია. (4)
- ესპანური კლუბი, რომელმაც 2000 და 2001 წლებში ზედიზედ ორი ფინალი წააგო. (8)
- გერმანული კლუბი, რომელიც 2002 წელს ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონატსა და თასზე მეორე ადგილზე გავიდა. (11)
- შვედი თავდამსხმელი, რომლის ორი გადაცემით ბარსელონამ 2006 წლის ფინალი მოიგო. (7)
- ქალაქი, სადაც ლივერპულმა 2005 წლის ფინალი 0:3-დან შემოაბრუნა. (8)
- ჩელსის კაპიტანი, რომელსაც 2008 წლის ფინალში გამარჯვების მომტანი პენალტის გატანისას ფეხი დაუცურდა. (4)
ვერტიკალურად
- მწვრთნელი, რომელმაც 2009 წელს რომში, ბარსელონასთან ერთად პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა. (9)
- გლაზგოს სტადიონი, სადაც ზიდანის გოლმა 2002 წლის ფინალი გადაწყვიტა. (8)
- მილანის კაპიტანი, რომელმაც 2005 წლის ფინალში პირველივე წუთზე გაიტანა გოლი. (7)
- ესპანელი თავდამსხმელი, რომელმაც 2000 წლის ფინალში რეალს ანგარიში გაუხსნა, 2004 წელს კი მონაკოს ფორმით სწორედ რეალი გააგდო ჩემპიონთა ლიგიდან. (10)
- მილანის თავდამსხმელი, რომელმაც 2007 წლის ფინალში დუბლი შეასრულა. (6)
- არსენალის მეკარე, რომელიც 2006 წლის ფინალში მე-18 წუთზე გააძევეს. (6)
- რეალის მეკარე, რომელმაც 2002 წლის ფინალში დაშავებული სეზარი შეცვალა. (8)
- ბაიერნის მეკარე, რომელმაც 2001 წლის ფინალში გადამწყვეტი პენალტი მოიგერია. (4)