კონფიდენციალურობა
ბოლო განახლება: 2026 წლის 18 ნოემბერი
მოკლედ
ანგარიშები არ გვაქვს და შენგან პირად ინფორმაციას არ ვითხოვთ.
რა ინახება შენს მოწყობილობაში
შენი პროგრესი, ამოხსნილი თამაშები და სტატისტიკა შენსავე მოწყობილობაში, ბრაუზერის მეხსიერებაში ინახება. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ბრაუზერის მონაცემებს თუ წაშლი, ისინიც წაიშლება.
ვიზიტების სტატისტიკა
ვიზიტების დასათვლელად Cloudflare Web Analytics-ს ვიყენებთ. ვხედავთ, მაგალითად, რომელი გვერდები და თამაშები იხსნება და რომელი ქვეყნიდან შემოდიან ვიზიტორები. Cloudflare-ის თქმით, ეს სერვისი cookie-ებსა და ბრაუზერის მეხსიერებას არ იყენებს და ვიზიტორების პირად მონაცემებს არ აგროვებს.
ჰოსტინგი
საიტი GitHub Pages-ზეა განთავსებული. ისევე როგორც ნებისმიერი ჰოსტინგი, GitHub-იც შეიძლება ინახავდეს ტექნიკურ მონაცემებს, მაგალითად IP მისამართს, როცა გვერდს ხსნი. დეტალებისთვის იხილე GitHub-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
გაზიარება
როცა შედეგს აზიარებ, ტექსტი და ბმული იმ აპს ან საიტს გადაეცემა, რომელსაც აირჩევ, მაგალითად WhatsApp-ს ან Facebook-ს. ბმულს პატარა ნიშანი აქვს (utm_source=share), რომ გაზიარებიდან მოსული ვიზიტები დავთვალოთ. ამ აპებსა და საიტებს საკუთარი კონფიდენციალურობის წესები აქვთ.
ცვლილებები
თუ რამე შეიცვლება, მაგალითად რეკლამას დავამატებთ, ამ გვერდსაც და თარიღსაც განვაახლებთ.
შეკითხვები
კითხვა გაქვს? მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.